მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები პანდემიის დასრულების მოახლოებაზე ალაპარაკდნენ. კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულმა არაერთმა გავლენიანმა პირმა განაცხადა, რომ მსოფლიო ცხოვრების ჩვეულ რიტმს, დიდი ალბათობით, გაზაფხულიდან დაუბრუნდება.
“კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემქმნელი კომპანია “ფაიზერის“ ხელმძღვანელმა ალბერტ ბურლამ განაცხადა, რომ პროგრესი მთლიანად დამოკიდებულია ვაქცინების ათვისებასა და ჯოგური იმუნიტეტის ზომაზე. ბურლას განცხადებით, ამიერიდან ნორმად დაწესდება ყოველწლიური ვაქცინაცია და შეიქმნება ვაქცინები, რომელთა მოქმედება სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
https://www.ambebi.ge/