ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გამო, 11 ოქტომბერი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ამასთან დაკავშირებით განცხადებას პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ავრცელებს:
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მათთან ერთად, ამ საზარელ ტრაგედიას სრულიად საქართველო გლოვობს.
ჩემი გადაწყვეტილებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება.
სახელმწიფო მომხდარის შედეგად დაზარალებულებს ყველა შესაბამის დახმარებას გაუწევს.
კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა პირი, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დააკავა სამი პირი და გამოძიება გრძელდება”, – ნათქვამია ღარიბაშვილის განცხადებაში.