პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, “როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ შიმშილობს, ნახევარ კილოგრამ თაფლს არ უნდა ჭამდეს”.
ასე ეხმაურება ის მიხეილ სააკაშვილის შიმშილობას. “როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ შიმშილობს, ნახევარ კილოგრამ თაფლს არ უნდა ჭამდეს.
შესაბამისმა სამსახურმა ამის თაობაზე ინფორმაციაც გაავრცელა. მან პირადად იყიდა საკუთარი ბარათით შვიდი კოლოფი თაფლი და ნახევარი კილოგრამი მიიღო”, – თქვა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.