“საკრებულოს წევრი ისეთ ამბავს იხსენებს, წესით, გახსენებად რომ არ უნდა უღირდეს!”

“სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს, როცა საკრებულოს წევრი 30 აპრილის სხდომაზე ისეთ ამბავს იხსენებს, წესით, გახსენებად რომ არ უნდა უღირდეს!საკრებულოს გამსვლელ სიაში სიმწრით მოხვედრილი ექსდირექტორი გულმოკლული ყვება როგორ დაიჩაგრა სულ რაღაც 15 წლის წინ ღირსების ორდენოსანი ქალი სკოლის დირექტორის არჩევნებში-სამეურვეო საბჭომ მხარი არ დაუჭირა,რაშიც დამნაშავე თავად კი არა,სისტემა იყო . ფაქტი კი ის იყო,რომ ხელისუფლება სწორედ რომ ორდენოსანი ქალის მხარეს იყო, უბრალოდ მოხდა მარტივი რამ: თავად მის მიერ შერჩეულმა სკოლის სამეურვეო საბჭომ,მისივე სკოლის პედაგოგებისა და მშობლებისგან რომ იყო დაკომპლექტებული, არ ისურვა და არ დაუჭირა მხარი მოქმედ დირექტორის კანდიდატურას და მის კონკურენტს მისცა შანსი. თუ გახსენებააა, აქვე ისიც გავიხსენოთ, როგორ დავამარცხეთ სწორედ იმ დროს მეორე საჯარო სკოლის არჩევნებში მე და ჩემმა მეგობრებმა ისევ სკოლის სამეურვეო საბჭოს მხარდაჭერით ოზურგეთის და გურიის ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატი. ამასობაში ქალბატონი მარინა ვაშალომიძე იგივე ხელისუფლებამ ერთ-ერთ მრავალრიცხოვან სკოლაში ადმინისტრაციულ თანამდებობაზე დანიშნა რამდენიმე წლის შემდეგ კი როცა გაუქმდა ეს თანამდებობა, ხელი ისევ სხვებისკენ გაიშვირა. დევნილ-ტანჯული ქალბატონის მეუღლე მთელს ამ პერიოდშიც და დღემდეც სახელმწიფო სამსახურშია, როგორც პროფესიონალი , და ეს კარგია! ჩნდება ლოგიკური კითხვა, რომელ ასპექტში და რა ნაწილში ვმონაწილეობდი მარინა ვაშალომიძის დევნაში, როცა თავად ვიბრძოდი და თვითონაც დირექტორობისთვის ბრძოლაში ვიყავი ჩართული?
ამ ქალბატონმა ყველაზე კარგად უწყის, ვინ არის დამნაშავე იმაში,თუ რა უხერხულად გამოისტუმრა სკოლამ მოქმედი დირექტორი კაბინეტიდან, რა ვაინაჩრობით და ხერხებით ცდილობდა იგი ზეგავლენა მოეხდინა სკოლის სამეურვეო საბჭოზე, რესურსცენტრზე, ადგილობრივ ხელისუფლებაზე,სადაც იმ დროს მის მიმართ კეთილგანწობილი ადამიანები მრავლად იყვნენ. მეტიც, მაშინ ბევრს ჭორაობდნენ იმაზეც,რომ ქალბატონი მარინა ქრთამის მიცემაზე და მერე მის უკან გამოთხოვნაზეც კი წავიდა დირექტორობის სანაცვლოდ. და მაინც თქვა ის, რაც თქვა. გონივრული ეჭვი მაქვს, ეს გულისმომკვლელი პასაჟი მან ისევ ვიღაცის გულის მოსაგებად( ახლაც უნდა დირექტორობა ორდენოსან ქალბატონს), თემის გადასატანად, მინიმუმ ჩემი გამოსვლის საპირწონედ დაივალა ან დაავალეს( მე უფრო მეორე მგონია).ამ კატეგორიის ადამიანები ყველა დროში ჭირდება ხელისუფლებას, საჭირო დროს , სათანადო მინიშნებისას დროულად რომ ჩაერთოს ყოვლად უსახურ, უზნეო თამაშში, იკადროს ის, რაც ბევრს გაუჭირდებოდა. თუ გუშინდელი დავალება ის სცენა იყო, რაც ვიხილეთ, ამ ქალბატონს საშინაო დავალება ალბათ ჩაეთვალა, მაგრამ საკითხავი ის არის, ვის უფრო წაადგა ,,შესრულებული მისია“, იმათ, ვინც დაავალეს, თუ მათ ოპონენტებს?! მე ეს უკანასკნელი მგონია სწორი პასუხი, დანარჩენს საზოგადოება თავად უპასუხებს, რადგან ის კარგად იცნობს მარინა ვაშალომიძეს და კარგად მიცნობს მე!
რაც შეეხება ჩემს ამ განმარტებას, მხოლოდ იმიტომ ვაკეთებ, რომ საკრებულოს სამარცხვინო სხდომაზე პასუხის გაცემის საშუალება ელემენტარულად არ მომეცა , და მართალი გითხრათ, ვერ ვიკადრებდი იგივე რეჟიმში მეპასუხა და მეპასუხა ის, რაც მართლა ეკუთვნოდა ზემოხსენებულ ქალბატონს”.
წერს ოზურგეთის მერიის აწ უკვე ყოფილი თანამშრომელი ირინა ინარიძე საკუთარ ფეისბუკ გვერდზე
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share