მწერალი, ისტორიკოსი, ერეკლე მეფის შვილიშვილი ალექსანდრე ორბელიანი ,,ცისკარში” (1861) წერდა: ,,ქართველებო! ხელი აიღევით ყიზილბაშურს ყიყინზედ, იმათ სიმღერის ხმებზედ! რა შეედრება ჩვენს მამაპაპურს სიმღერის ხმებსა… მხოლოდ ჩვენი კუთვნილი საკუთარი გალობანი, სიმღერანი და ღიღინები დაგვიმტკიცებს, რომ ჩვენ საქართველოს და იმერეთის ერნი არიან ძველი ივერიანელების შვილისშვილები… გამიგონია გურიელები კიდევ თურმე გალობდნენ მამაპაპის გალობასა? ღუთის გულისთვის გურიელებო, თქუენ მაინც ნუ დაივიწყებთ თქუენი მამაპაპის ეკკლესიების გალობას: იმ ღუთის სასიამოვნოს, წყნარს და მშვიდობიანსა გალობას, რომელიცა ის ხმა მოგვაგონებს, ჩუენსა კეთილსა ქრისტიანობრივსა ნამდვილსა…”