“პოლიციის თანამშრომლებმა მითხრეს, პირობითი სასჯელით შემოვიფარგლებით. ამ ყველაფერს გაჭირვების გამო ვაკეთებდი, მაგრამ მეუღლის ნათესავს დავუდექი თავდებში, პროცენტიანი ვალი აიღო, ვერ გადაიხადა და ეს მეპროცენტე მე მთხოვდა და მემუქრებოდა, მოვალ შენთან სახლში და აგირევ სიტუაციასო და უფრო ამის დარდი მქონდა, სოციალურ პრობლემებზე ნაკლებად ვფიქრობდი ამ დროს, თორემ სოციალურად დაუცველები ვართ”-ჰყვება ლანჩხუთის სოფელ ჯურუყვეთში საფლავების გაძარცვაში ბრალდებული 31 წლის ქალი, რომელიც როგორც ირკვევა, ამ ყველაფერს სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად აკეთებდა. მოპარულ მეტალს ქალი ჯართის მიმღებ სხვადასხვა პუნქტში აბარებდა.
ადგილოვრივები ამბობენ, რომ 20 წლის წინანდელი დანაშაულების გამეორება, ქვეყანაში არსებულმა უმძიმესმა სოციალურმა ფონმა, სიღარიბემ და შიმშილის პირას მყოფი ადამიანების არსებობამ გამოიწვია.
რაც თავის მხრივ სახელმწიფოს მხრიდან არასწორად გატარებულ ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკას უკავშირდება.