კლინიკა “ვივამედში” მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი, თამარ დავრაშვილი დღეს მედიასთან პირველად გამოჩნდა. ჟურნალისტებთან საუბრისას დავრაშვილს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
მისი თქმით, ის მიხეილ სააკაშვილთან სპეციალური კომისიის შესვლას ელოდება, რომელიც იმ მკურნალობის კურსსა და სამედიცინო დოკუმენტაციას შეამოწმებს, რომელსაც კლინიკაში აწარმოებენ.
რაც შეეხება მკურნალობის პროცესს, დავრაშვილმა დაადასტურა, რომ მკურნალობის პროცესში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეინიშნება.
“მკურნალობა მიდის ისე როგორც საჭიროა. მოდის ახლა კომისია და ყველაფერი დაიდება, სასმართლომ მიიღო გადაწყვეტილება”,-თქვა თამარ დავრაშვილმა.
ცოტა ხნის წინ, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გიული ალასანია მივიდა.
ცნობისთვის, 25 მაისს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი დაშვებაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მესამე პრეზიდენტის ადვოკატები მოსამართლისგან ითხოვდნენ, დაევალებინა პენიტენციური სამსახურისთვის ცენტრ “ემპათიას” ექსპერტების დაშვება მიხეილ სააკაშვილთან კლინიკაში, ან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.