3 ივლისს ძალიან ბევრნი უნდა ვიყოთ – ერთად უნდა დავდგეთ ისტორიის სწორ მხარეს, ჩვენი და ჩვენი შვილების მომავლისთვის, _ წერს სოციალურ ქსელში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თათია ნიკოლაიშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ოზურგეთში სამოქალაქო მოძრაობა “შინ ევროპაში” ოზურგეთის მოსახლეობას შეხვდა, მათ საინფორმაციო ფლაერები დაურიგეს და ევროპის შესახებ ესაუბრნენ.