ოზურგეთში მომხდარ უბედურ შემთხვევას 40 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

დღეს, ოზურგეთში მომხდარ უბედურ შემთხვევას, 40 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა.

სოფელ გურიანთის მცხოვრები დ.ბ. ურეკში სატვირთო მანქანის მძღოლად მუშაობდა. დღეს, მან დაზიანებული სატვირთო ავტომანქანის შეკეთება სცადა, რა დროსაც მანქანის შესაკეთებელი ნაწილი ჩამოვრდა,თავში დაეცა.  მამაკაცი  ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა .

როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან, გარდაცვლილი ურეკში, ჩინურ კომპანიაში იყო დასაქმებული სატვირთო ავტომანქანის მძღოლად.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share