ოლიგარქი ივანიშვილი მსოფლიო მასშტაბის სკანდალში – როგორ გადაიქცა “კრედიტ-სუისი” შავი ფულის დაბანდების ადგილად

მსოფლიო მასშტაბის სკანდალი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობს. კრედიტ სუისი, ქართველი და უცხოელი ოლიგარქები და შავ ფულთან დაკავშირებული მაქინაციები მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემის გამოძიების სამიზნე ხდება.

“ფაინენშელ თაიმსი” აქვეყნებს დოკუმენტურ ფილმს, რომელიც მსოფლიო მასშტაბის ფინანსურ გიგანტს – შვეიცარიულ ბანკს ეხება. ჟურნალისტები ფილმში აქვეყნებენ მტკიცებულებებს იმისა, თუ როგორ თანამშრომლობს ეს ბანკი დანაშაულებრივ სამყაროსთან, ნარკო-ბარონებთან, სხვადასხვა ტიპის თაღლითებთან და რუს ოლიგარქებთან.

ვრცელ ჩამონათვალში ბიძინა ივანიშვილიც შედის. ქართველი ოლიგარქისა და შვეიცარიული ბანკის ურთიერთობას ჟურნალისტები რუსეთ უკრაინის ომის კონტექსტში და კრემლისა და მისი გარემოცვისთვის დაკისრებული სანქციების ჭრილში განიხილავენ.

მთავარი არხი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share