ქვეყანაში, სადაც სოციალურად დაუცველ ადამინების რიცხვი ისტორიულ მაქსიმუმზეა, ხელისუფლება კონცერტებში კოლოსალურ თანხებს ხარჯავს. მხოლოდ 2022 წლის ზაფხულში, იმისთვის რომ 4 მუნიციპალიტეტში დღეობა ჩატარებულიყო, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 184 ათასი ლარი გამოიყო.
ირკვევა, რომ მხოლოდ 2022 წლის ივლისში თეთრიწყაროს მერიის კულტურისა და სპორტის ცენტრმა გასართობი მომსახურების შესასყიდად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ორჯერ მიმართა. იმისთვის რომ მანგლისობა 2022-ის ღონისძიებაზე კონცერტი ჩაეტარებინა თეთრიწყაროს მერიამ 19 ათასი ლარი მოითხოვა, მიიღო და გახარჯა კიდეც.
მიუხედავად იმისა, რომ „შუამთობის“ დღესასწაული ორი წელია არ ჩატარებულა და მუნიციპალიტეტს საკმაოდ დიდი დრო ჰქონდა ელექტრონული ტენდერის გამოსაცხადებლად, ღონისძიებების ჩასატარებლად ხელშეკრულებები მაინც გამარტივებული შესყიდვის გზით დაიდო. სცენის განათება და გახმოვანება, მონიტორის ქირაობა, ღონისძიების წამყვანებისა და მუსიკოსების ჰონორარები, ღონისძიებებში მონაწილეებისთვის ბრენდირებული მაისურებისა და კეპების შეძენა, და სხვადასხვა დეკორაციების მონტაჟი-ეს ყველაფერი ხულოს მუნიციპალიტეტს 144,904 ლარი დაუჯდა.
დახარჯა თუ არა მიზნობრივად ფული კონცერტებსა და ქეიფებში რამდენიმე მუნიციპალიტეტმა, ამის შესახებ შემოწმება სახელმწიფო აუდიტის სამსხურმა უნდა ჩაატაროს.
წინა აუდიტორული შემოწმების დროს დროს სხვადასხვა რეგიონებში სახელმწიფო მაკონტროლებლებმა ათობით დარღვევის ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის იყო შემთხევა, როდესაც ბიუჯეტის ფულით ჩინოვკიები რესტორანში საკვებს უკვეთავდნენ და სახლში მიჰქონდათ.
ტვ პირველი