ქერა ლამაზმანი “საყვარელი გოგონას” იმიჯით

ქერა კულულებიანი, ცისფერთვალა და მომხიბვლელი ღიმილის მქონე მეგ რაიანი მილიონობით ადამიანისთვის რომანტიკული სიყვარულის სახეა. მართალია, მისი პოპულარულობიდან დიდი დრო გავიდა, “საყვარელი” გოგონას იმიჯი ბოლომდე გაჰყვა მის სამსახიობო კარიერას, ამის გამო მისი რომელი დიდი მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა. ამის მიუხედავად, ის წლის ქალადაც დაასახელეს და 2005 წელს პლანეტის 50 ყველაზე ლამაზ ქალს შორისაც მოხვდა. მეგ რაიანი დღეს 60 წლისაა. ის ამერიკაში, კონეკტიკუტის შტატში 4-შვილიან ოჯახში დაიბადა. მისი ნამდვილი სახელი მარგარეტ მერი ემილი ენი ჰაირაა. მეგ რაიანი მისი ფსევდონიმი გახლავთ.

mshoblebi

მარგარეტის მამა მათემატიკის მასწავლებელი იყო. გოგონა კი უმცროსი კლასებიდანვე სანიმუშო მოსწავლე იყო და მამა განსაკუთრებით ამაყობდა მისით. მარგარეტი თანაკლასელების რჩეული და კლასის ლიდერი იყო. თუმცა რთული პერიოდიც დაუდგა. 15 წლის იყო, როცა დედამისმა 20-წლიანი ქორწინების შემდეგ ოჯახი და 4 შვილი მიატოვა. ასეთი ტრავმის მიუხედავად, მარგარეტმა სკოლა წარჩინებით დაამტავრდა და იმავე წელს ადგილობრივი უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. ორი წლის შემდეგ ოცნების ქალაქს, ნიუ-იორკს მიაშურა, თუმცა იქ სწავლის დასრულება და დიპლომის აღება ვერ შეძლო, რადგან მთელი თავისი დრო გადაღებებს და ეკრანულ კარიერას მიუძღვნა.

mshoblebi

მამიკოს საამაყო გოგონა მრავალშვილიანი ოჯახიდან – როგორ გამოიყურება მეგ რაიანი დღეს ” width=”600″ />
mshoblebi
თავიდან სარეკლამო რგოლებში გადაღებებისთვის მონაწილეობდა, რათა სწავლის საფასური გადაეხადა. შემდეგ კი მსახიობი ენტონი ედვარდსი გაიცნო, რომელმაც კინოსამყაროს დააკავშირა.
მეგ რაიანის კარიერას სამუდამოდ შერჩა რომანტიკული გმირის იმიჯი. ამ ამპლუას თავი ვერ დააღწია. მაყურებელს სხვა როლში მისი ხილვა არც სურდა. რომანტიკულმა გმირებმა კი „ოქროს გლობუსზე“ ნომინაციის და ნაკლებპრესტიჟულ პროფესიულ ჯილდოებზე მეტი წარმატება ვერ მოუტანა.

პირადი ცხოვრება

ქერა ლამაზმანის პირველი რჩეული სწორედ მსახიობი ენტონი ედვარდსი იყო, რომელიც ლექციებზე გაიცნო. მისი ხელშეწყობით გადასაღებ მოედანზე აღმოჩნდა და საშუალება მიეცა, მსახიობის ამპლუაში ეცადა ბედი.
გარკვეული დროის შემდეგ მან მსახიობ დენის კუედსთან გააბა რომანი. დენისს მეგანთან შეხვედრამდე ძალიან ცუდი რეპუტაცია ჰქონდა – სვამდა და ნარკოდამოკიდებულიც იყო. თუმცა მეგანის გამო ცხოვრების წესი შეიცვალა და წყვილი 1991 წელს ოფიციალურად შეუღლდა. ერთ წელიწადში მათი ვაჟი ჯეკ ჰენრი დაიბადა, თუმცა ქორწინებამ მხოლოდ 10 წელიწადს გასტანა.
mshoblebi
mshoblebi
განქორწინების მიზეზი ღალატი გახდა – მეგ რაიანმა რასელ ქროუსთან ერთ-ერთ ფილმზე მუშაობისას რომანი გააჩაღა. დენისმა ამის შესახებ შეიტყო თუ არა, განქორწინებაზე განაცხადი შეიტანა. სამწუხაროდ, რასელ ქროუმ იმედები ვერ გაამართლა – წყვილმა 7 თვის შემდეგ გამოაცხადა, რომ ერთმანეთისთვის მეგობრებად რჩებიან.
mshoblebi
2006 წელს მეგმა პატარა ჩინელი გოგონა იშვილა
mshoblebi
2011 წელს კი მუსიკოსი ჯონ მელენკამპი გაიცნო და უერთიერთსიმპატიები მალევე ახლო ურთიერთობაში გადაიზარდა.
მათი კავშირი 5 წელიწადს გაგრძელდა. ამის შემდეგ მუსიკოსმა 53 წლის მეგ რაიანი 61 წლის მოდელ კრისტი ბრინკლიზე გაცვალა. მეგს ამ ღალატმა ბოლო მოუღო და ღრმა დეპრესიამ მოიცვა. ამბობენ, ურთიერთობის რღვევის მიზეზი ცალ-ცალკე დროის გატარება იყო – ჯონს პროვინციული და მშვიდი ცხოვრების წესი მოსწონდა, მეგს – კაშკაშა ნოი-იორკი.
2 წლის წინ ყვითელი პრესა კვლავ მათზე ალაპარაკდა. ამბობდნენ, რომ მეგმა ტავი დააღწია დეპრესიას და ჯონთან ურთიერთობის აღდგენაც შეძლო.
mshoblebi
დღეს მეგ რაიანი კვლავ შესანიშნავად გამოიყურება, თუმცა აღარც ფილმებში იღებენ და ღონისძიებებზეც იშვიატად ჩნდება. ამბობს, რომ აღარ სიამოვნებს საზოგადოების, განსაკუთრებით კი პაპარაცების ყურადღების ცენტრში ყოფნა.

წყარო: mshoblebi.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share