საუკეთესო შედეგი აღმოსავლური ორთაბრძოლებიდან!!!
23 ოქტომბერს ქ. ზუგდიდში ტაეკვანდოში, გოგონებსა და ვაჟებს შორის ( 2008 – 2013 წწ დაბადებულთა შორის) ღია პირველობა გაიმართა.
სპორტულ შეჯიბრში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ტაეკვანდოს, დაბა ურეკის სექციის სპორტსმენემბა მიიღეს მონაწილეობა და ასპარეზობიდან საუკეთესო შედეგებით დაბრუნდნენ.
სამი ოქრო, ხუთი ვერცხლი და ორი ბრინჯაო შეემატა ჩვენი სპორტსმენების ნაღვაწს, რაც დიდი შრომის ფასად მოდის.
I ადგილი
ლუკა ჩუბინიძე 44 კგ
ნიკა სუდაძე 33 კგ
ლუკა ჯხვიმიანი 55 კგ
II ადგილი
ნინო ფუტკარაძე 37 კგ
ლინდა სურმანიძე 55 კგ
ფრიდონ ჩხარტიშვილი 41 კგ
ზურაბ ჩხვიმიანი 47 კგ
იოანე დობორჯგინიძე 31 კგ
III ადგილი
თამაზ თუთაშვილი 35 კგ
ნიკა კუტალაძე 59 კგ
გუნდი ასპარეზობისთვის გიორგი ბერიძემ მოამზადა.