გურიაში კორონავისურით 2 ადამიანი გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია “გურიის მოამბეს” დაავადებათა კონტროლის ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა არჩილ მჟავიამ დაუდასტურა.
ცენტრში დეტალებზე არ საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ოფიციალურ განცხადებას, მოგვიანებით, თბილისი გააკეთებს.
ჩვენი ინფორმაციით, გარდაცვლილთაგან ერთი, ქუთაისში, კლინიკა ბომონდში მკურნალობდა და ის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მამაკაცი იყო.
მეორე კი 61 წლის ქალია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რამდენიმე წუთის წინ გარდაიცვალა.