უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა ფორმალურად ჯერ ნატო-ს წევრი არაა, ქვეყანა, ფაქტობრივად, უკვე შეუერთდა ალიანსს.
„უკრაინა, როგორც ქვეყანა და უკრაინის შეიარაღებული ძალები გახდნენ ნატო-ს წევრები – დე ფაქტო, მაგრამ არა დე იურე. რადგან ჩვენ გვაქვს იარაღი და ვიცით, როგორ გამოვიყენოთ ის. დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ჩვენ ნატო-ს დე იურე წევრებიც გავხდებით,“ – განაცხადა რეზნიკოვმა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრი არ დაეთანხმა მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მისი ეს სიტყვები, შესაძლოა, ორაზროვნად ჩათვალონ არა მხოლოდ რუსეთში, არამედ თავად ნატო-შიც, რადგან ევროატლანტიკური ალიანსს არ სურს, რომ ომის მონაწილედ მიიჩნეოდეს.