მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ზარქუა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებს ეხმიანება და აცხადებს, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში უნდა ჩატარდეს.
ზარქუა ოპოზიციის წევრებს მოუწოდებს, არ დაჩაგრონ ლევან ხაბეიშვილი.
„მოვუწოდებ ყველა ლიდერს, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას იღებს, დაიცვან სამართლიანი არჩევნების უფლება. არჩევნები კონკურენციულ გარემოში უნდა ჩატარდეს.
ე, მანდ არ დაიჩაგროს ჩემი ხაბე! უნდა გაიმარჯვოს სიმართლემ, კომპეტენციამ, დნმ-ის კოდმა. მე წარმატებას ვუსურვებ!“ – აცხადებს ირაკლი ზარქუა.