19 იანვრის მდგომარეობით, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, უკვე 459 ბავშვი მოკლეს, დაშავდა 1 368-ზე მეტი, – ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა:
დონეცკის რეგიონში – 429, ხარკოვის ოლქში – 269, კიევის ოლქში – 117, ჩერნიგოვის ოლქში – 82, ლუგანსკის ოლქში – 67, მიკოლაევის ოლქში – 82, ხერსონის ოლქში – 83, ზაპოროჟიეს ოლქში – 84 ლასტროვის ოლქში – 64, დნეპროპეტროვსკის ოლქი – 34, ლასტროვის ოლქში – 68.
გარდა ამისა, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 3 126 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 337 სრულად განადგურდა.
აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.