მათთვის ვინც Instagram-ზე კადიროვის ოჯახის წევრებს გამოიწერს, მერსედესი და აიფონები თამაშდება

მათ, ვინც Instagram-ზე რამზან კადიროვთან დაკავშირებულ ანგარიშებს გამოიწერს, Mercedes-AMG GT-ის, ან აიფონის მოგების შესაძლებლობა ეძლევათ. რადიო თავისუფლების კავკასიის ბიუროს ცნობით, გათამაშების შესახებ ინფორმაცია ბლოგერის ასხაბ თამაევის გვერდზე გამოჩნდა.

რუსეთში Instagram-ი გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, 2022 წლის მარტიდან ოფიციალურად აკრძალულია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share