“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ახალ თავმჯდომარეს 28-30 იანვარს ახალი სისტემით – ბლოკჩეინით-აირჩევს.
50 ათასი დარეგისტრირებული ამომრჩევლიდან, არაოფიციალური ინფორმაციით, დაახლოებით 1 300 – გურიიდანაა, მათ შორის 750-მდე ადამიანი ოზურგეთიდან, 400 მდე ლანჩხუთიდან და 200 მდე ჩოხატაურიდან.
არჩევნები ხვალ, 28 იანვარს დაიწყება და 30 იანვარს დასრულდება.
ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე – ნონა მამულაშვილი – ვინ გახდება მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე – ეს 30 იანვრის საღამოს გახდება ცნობილი,
ოზურგეთში მოქმედი თავმჯდომარის, ნიკა მელიას, შტაბს, ოზურგეთის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი, შალვა თავდიშვილი უხელმძღვანელებს,.
ლევან ხაბეიშვილის შტაბს კი ასევე ოზურგეთის საკრებულოს მოქმედი დეოპუტატი თათია ნიკოლაშვილი.
გიორგი მუმლაძის წინასაარჩევნო კამპანიასა და შტაბს “ენმ” ის აქტივისტი, ოზურგეთის მერობის კანდიდატი ამავე პარტიიდან 2014 წელს, ექიმი ლევან გოგუაძე (მისი მეუღლე ირინა თავბერიძე ოზურგეთის საკრებულოს მოქმედი დეპუტატია “ნაციონალური მოძრაობიდან”) ხელმძღვანელობს.
ნონა მამულაშვილის ინტერესებს ოზურგეთში ჟურნალისტი ნინია ბურჭულაძე იცავს.