მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ამბობს, რომ დღეს, კორონავირუსით ინფიცირებიდან მე-7 დღეს, მას ტემპერატურული რეაქცია აღენიშნებოდა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მთავარი პრობლემა საჭმლის მიუღებლობაა. ცნობილი ხდება, რომ დაპატრიმრებულ მესამე პრეზიდეტს კლინიკამ პარენტერალური კვება შესთავაზა, რაც საკვები ნივთიერებების ვენის გავლით მიწოდებას გულისხმობს.
ჯერჯერობით უცნობია რა პასუხი აქვს ამ შეთავაზებაზე პაციენტ მიხეილ სააკაშვილს.
“დღეს იყო მე-7 დღე კოვიდის. კრიტიკული დღეები ხომ აქვს ამ კოვიდს, ამიტომ მეშვიდე დღე არის ესეთი. 38,4 გრადუსიც ჰქონდა და ხველება ძალიან ძლიერი… ცილები და რაღაც ეს არ არის მკურნალობა და კიდე გადაიტვირთოს, მით უმეტეს, რომ მაინცდამაინც ნდობა არ აქვს. რაც შეეხება რკინა და ასეთი რაღაცები რაც ძალიან დაქვეითებული იყო, ამას უსხამენ და ისხმას, არანაირი წინააღმდეგობა არ აქვს”,- ამბობს გიული ალასანია.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ბოლო 2 დღეში კრიტიკულად დამძიმდა. პირველად ერთი წლის განმავლობაში კლინიკა აღიარებს,რომ პროცესები შესაძლოა შეუქცევადი გახდეს. “ვივამედის” კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძე ამბობს: მოვუწოდებ გიული ალასანიას, დაარწმუნოს მიხეილ სააკაშვილი დაექვემდებაროს რეკომენდაციებს, სხვა შემთხვევაში შეიძლება, დადგეს ფატალური შედეგი.
გიული ალასანია კი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ ჭამს, რადგან მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. “არ ჭამს კი არა – ვერ ჭამს. რამდენჯერ გავიმეორო ერთი და იგივე?!”.