იურისტ, კახა ჩავლეშვილს პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით არსებულმა სიტუაციამ 2012 წელს ოზურგეთში მომხდარი ამბავი გაახსენა, რის შესახებაც საკუთარ ფეისბუკ გვერდზე წერს:“ოპოზიციის ერთი ნაწილი მეორეზე ჯერ იძახოდა – „პარლამენტში შესვლა გვინდა და გვიკრძალევენო“, მერე – „გინდ შედით გინდ შეეთრიეთო“ და მაინც არ შედიან. ამ თავისმომაბეზრებელ და ზედმეტად გაწელილი ჯიკავ-ჯიკავზე ერთი ამბავი გამახსენდა: ოცნება ერთი-ორი წლის მოსულია ხელისუფლებაში, გურიაში ოპოზიციის ერთერთმა “თვალსაჩინო” წარმომადგენელმა რაღაც სისულელეზე კამათის დროს ასე მიმართა ოცნების ადგილობრივ ლიდერს: – „ამ ცხოვრებას რა ვუთხარი თვარა შენ უნდა იყო ოცნებაში და მე ოპოზიციაში”?! ამ სიტყვებში გამოხატული გულისტკივილი ანუ „არ გაქოცების სევდა“ ძალიან ბევრს აწუხებდა და აწუხებს. თუმცა მათი გულისვე საოხად და ხელისუფლების ყავარჯნად მალევე ხელახლა იშვა ქართული პოლიტიკის უცნაური წარმონაქმნი „ოპოზიციის ოპოზიცია“.-წერს ჩავლეშვილი.