“პატარა ოხუნჯობა იყო”-კობახიძე პრეზიდენტის განცხადებაზე

სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელმაც “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მუქარაში დაადანაშაულა, ირაკლი კობახიძე პასუხობს.

სახელისუფლებო გუნდის ლიდერი პრეზიდენტის განცხადებას “პატარა ოხუნჯობას” უწოდებს. მისი თქმით, თავად პრეზიდენტსაც პარლამენტის გადაწყვეტილება არაერთხელ გაუკრიტიკებია.

პატარა ოხუნჯობა იყო და უნდა ვაპატიოთ ალბათ. პირადად აფასებს ხოლმე თვითონ პარლამენტის ექსკლუზიურ გადაწყვეტილებებს და არასდროს ეს არავის მუქარად არ აღუქვია და სისულელა, უბრალოდ. პარლამენტიც იღებს ექსკლუზიური გადაწყვეტილებებს, იღებს კანონებს და ამაზე მას აქვს ხოლმე მძიმე რეაქცია, მაგრამ ეს ხომ მუქარა არ არის. მასაც აქვს ხოლმე მძმე რეაქცია და ჩვენც გვაქვს მძიმე რეაქცია რაღაცეებზე, – თქვა კობახიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share