ახლა უკვე სამართლებლივად მრავალი საფუძველი არსებობს ჩემი ძმის ვადაზე ადრე განთავისუფლების. მას სასჯელის ორი მესამედი უკვე მოხდილი აქვს. – ამის შესახებ ე.წ. “ციანიდის საქმეში” მსჯავრდადებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში წერს.
“დღეს ზუსტად 6 წელი შესრულდა ჩემი ძმის დაკავებიდან. მონატრებასა და ცრემლებში გატარებული ექვსი წელი ჩემი რძლისთვის და ძმისშვილებისთვის, დედაჩემისთვის და მამაჩემისთვის. სხვათა შორის, ახლა უკვე სამართლებრივად მრავალი საფუძველი არსებობს ჩემი ძმის ვადაზე ადრე განთავისუფლების. მას სასჯელის ორი მესამედი უკვე მოხდილი აქვს. ის კვლავაც პარალიზებულია და ლოგინსაა მიჯაჭვული. ადრეც მითქვამს: ჩვენი ოჯახი მუდმივად მოლოდინშია რომ მას დაგვიბრუნებენ. დღესაც ამ იმედით ვაგრძელებთ ცხოვრებას.” – წერს თორნიკე მამალაძე.
ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ე.წ. ციანიდის საქმეზე. სასამართლომ გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. დეკანოზი დანაშაულის ჩადენას უარყოფს. 2019 წლის 31 ოქტომბერს სინოდმა გადაწყვიტა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის მიემართა გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით. დღეს, 6 იანვარს პრეზიდენტმა დეკანოზის შეწყალებაზე უარი თქვა. დეკანოზი გიორგი მამალაძე არც საქართველოს წინა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა.
იუსტიციის სამინისტრო: სტრასბურგის სასამართლომ გიორგი მამალაძის განაჩენი კანონიერად მიიჩნია