ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანაში მცხოვრები ბიჭი ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სოფელ, აცანაში მცხოვრები ბიჭი ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. დაღუპული, გია ბოლქვაძეა.

ოჯახის ახლობელი, კესო მახარაძე სოციალურ ქსელში გია ბოლქვაძეს შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

“სიტყვები არ მაქვს ამ ტრაგედიის გადმოსაცემად….

ჩვენი კუთხის და სოფლის ალალ-მართალო, კეთილო, უღალატო და მოსიყვარულე ობოლო ბიჭო…

ეს რა უბედურება დაგვატეხე თავს, ოთხი დის  საფიცარო ძმაო?!

როგორ ვუთხრათ სამძიმარი ერთი თვის მოყვანილ ცოლს?!

ბიჭოოო, დედაშენი რით   ვანუგეშოთ…

შენი გამზრდელი კუთხე, სამეგობრო  და სამეზობლო  ამ უბედურებამ გააოგნა…

ეს რა ქენი, შვილო…”, – წერს კესო მახარაძე.

tia.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share