თურქეთში მიმდინარე სამაშველო სამუშაოებში გურული მეხანძრე მაშველებიც ჩაერთვნენ

თურქეთში, ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

უკანასკნელი მონაცემებით 6 თებერვალს ქვეყანაში მომხდარ მიწისძვრას 30 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ათასობით ადამიანი ნანგრევებში მოყვა.

საქართველოდან სამაშველო ოპერაციებში ათეულობით მაშველი და მეხანძრე მონაწილეობს.

როგორც ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე იტყობინება, მათ რიცხვს გურიის მაშველ მეხანძრეთა ათეულიც შეუერთდა;

“თურქეთში, სამაშველო ღონისძიებებს, გურიის მეხანძრე- მაშველთა ათეული შეუერთდება, მათ შორის სამი ჩოხატაურელი – ვანო კეკელიძე, ლაშა ანთიძე და ვახტანგ ოსეფაიშვილი.
მისიის უსაფრთხოდ და წარმატებით შესრულებას ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს” – წერს ირაკლი კუჭავა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share