უსინდისობაა, როცა ერთ დონზე აყენებ მტარვალს და მომაკვდავ პრეზიდენტს – ასე აფასებს ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი გიორგი გახარიას განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ “სახელმწიფო არც ბიძინაა და არც მიშა”.
ბერძენიშვილის თქმით, საქართველოს ახალგაზრდობა გიორგი გახარიას გავრილოვის ღამეს და დათხრილ თვალებს არასდროს აპატიებს.
ამ მიმართვაში ჩანდა საკმაოდ მოკრძალებულად, მაგრამ მაინც დაპირისპირების დაწყება ბიძინა იბანიშვილთან, ვინაიდან აქამდე ასეთი რამ მას არ გაუკეთებია. ამავე დროს, მას ახლდა ძალიან უსიამოვნო ფონის იმის შესახებ, რომ თურმე საქართველოში პრობლემაა ბიძნა და მიშა და შესაბამისად, ასარჩევი გვყავს ეს კაცი, არც ბიძნა და არც მიშა და ცოტა უსნდისობას ჰგავს და უზნეობაა აშკარად, როდესაც ერთ დონეზე აყენებს მტარვალს, რომელიც კაცს კლავს და საქართელოს მომაკვდავ პრეზიდენტს. ეს არ არის ნორმალურ ლაპარაკი. ამ კაცს ძალიან ბევრი დანაშაული აქვს, არ მინდა ამის გახსენება. არასდროს არ მოხდება, რომ საქართველოს ახალგაზრდობა დაივიწყებს, ვინ ესროლა და თვალი ვინ დათხარა, – თქვა ბერძენიშვილმა.