საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი სოციალური ქსელით დაბადების დღეს ულოცავს ბიძინა ივანიშვილს:
”ჩემო ბიძინა , გილოცავ დაბადების დღეს , განსაკუთრებულ გამძლეობასა და ნებისყოფას გისურვებ ამ ძნელბედობის ჟამს.
აბსოლუტურად მესმის ადამიანურად რა ძნელია , გაუძლო ამდენ ღალატს , დამნაშავე -შეწყნარებულებისგან ბრალმდებელი მიიღო, თქვენს ქველმოქმედებასა და ნიჭს ამოფარებულებისგან პატარა კაცუნები დარჩნენ , ყოველთვის რომ აქვთ ქისა 30 ვერცხლით სავსე , გარე გატანილი ცრუ ამბავი რენეგატთა წისქვილზე რომ ასხამს წყალს და იქაც რამდენიმე ქვეყნის გულშემატკივარს რომ ევალება გამოსწორება , მესმის ეს ყველაფერი , ღვარძლსა და შურს გაუმკლავდება ადამიანი , ღალატსაც აიტანს , დაუნახავობა რთულია, მაგრამ მიუხედავად ამისა , მერწმუნეთ ძალიან ბევრი ადამიანი თქვენ გვერდით ვართ და მოიმედე იმ ოცნებისა , რომელსაც ხსნასავით შევყურებთ .
გავკადნიერდები და რამდენიმე რჩევას მოგცემთ, კეისარს-კეისრისა უნდა მიუზღოთ ბატონო ბიძინა , ლოიალურობა ჯაყოსთან არ მუშაობს , ვერც ყვარყვარე ხვდება რაიმეს.
გილოცავთ კიდევ ერთხელ და გვეიმედებით. ” – წერს ოქიტაშვილი.