არნახული გმირობისა და მამაცობის ერთი წელი – უკრაინაში პუტინის შეჭრიდან ერთი წელი გავიდა

არნახული გმირობისა და მამაცობის ერთი წელი – უკრაინაში პუტინის შეჭრიდან 24 თვე გავიდა

მათ, ანუ რუსეთუმეებს და პუტინის ცუმბუშებს ეგონათ, რომ კიევის და შესაბამისად, მთელი უკრაინის გადასაყლაპბად კრემლს, მაქსიმუმ, ერთი კვრა ეყოფოდა, მაგრამ ვლადიმეროვიჩის უკრაინაში შეჭრიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა და კიევი ისევ ამაყად დგას, დგას, როგორც თანამედროვე მსოფლიოს თავისუფლებისა და სიმტკიცის სიმბოლო!
დიახ, უკრაინამ დაამტკიცა, რომ რუსეთი არმიის უძლეველობა მითია და მეტი არაფერი!
დიახ, უკრაინამ ამ ერთ წელში დაამტკიცა, რომ წინააღმდეგობის გაწევა პირსისხლიან მონსტრთანაც შეიძლება!
დიახ, უკრაინამ ისიც დაამტკიცა, რომ პუტინი ისეთი უშიშარი და უბადლო სტრატეგიც არ არის, როგორც ეს პუტინელებს ჰგონიათ!
დიახ, უკრაინამ დაამტკიცა, რომ პუტინი აგონიაშია, რომელიც თავის გადარჩენას ატომური იარაღის გამოყენების მუქარით ცდილობს!
დიახ, უკრაინამ დაამტკიცა, რომ პუტინის რუსეთს მალე სული ამოხდება და ამაში ეჭვი მსოფლიოში არავის ეპარება. ერთადერთი, ვისაც უკრაინის გამარჯვება არ უნდა, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებაა!
მართალია, „ოცნების“ ლიდერები ასე ღიად არ ამბობენ, უკრაინის გამარჯვება გვეწყინებაო, მაგრამ ირაკლი კობახიძე თუ სხვა ელიტური „ქოცები“ ბოლო დროს უცნაურ პროპაგანდას ეწევიან, ანუ საკუთარ მრევლს არწმუნებენ, აი, ომში უპირატესობა რუსეთის მხარესაა და ამიტომ, უკრაინის ხელისუფლება ცდილობს, საქართველოში მეორე ფრონტი გახსნასო.
და ეს მაშინ ხდება, როცა იგვე ჯო ბაიდენი ომის დაწყების წლისთავზე კიევში ჩადის, ანუ „ქოცური“ ლოგიკით, გამოდის, რომ ბაიდენსაც ომი უნდა.
ზოგადად, „ქოცური“ ლოგიკა ძალიან უცნაურია, თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ლოგიკა, ანუ „საქართველოში მეორე ფრონტს არავის გავახსნევინებთ“, მასების გარკვეულ ნაწილზე მუშაობს!
ასეა თუ ისე, პუტინელებისთვის წამზომი ჩართულია, ჩართულია, რადგან თანამედროვე მსოფლიოს ისტორიას ერთი წელია, პუტინი კი არა, ზელენსკი წერს – პრეზიდენტი, რომელიც ლამის 21-ე საუკუნის გმირობის სიმბოლოდ იქცა!
პუტინი, ალბათ, ფიქრობდა, ზელენსი შოუმენია, ერთს „დავუტატანებ“ და თითს მოკაკვავსო, მაგრამ ვოლდომირი იმაზე კერკეტი აღმოჩნდა, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა. ისე, ქართველი პუტინელები დღემდე ცდილობენ, ზელენსკი კლოუნად და უკრაინელი ხალხის ინტერესების გამყიდველად, ანუ დასავლეთის და აშშ-ს მონად წარმოაჩინონ, მაგრამ ეს იაფფასიანი ტრიუკები აღარ მუშაობს.
სამწუხაროდ, უკრაინაში დამპრობლებთან ბრძოლას ქართველი პატრიოტებიც შეეწირნენ, რადგან თითიეულმა ქართველმა, ვინც უკრაინაში იბრძვის და ვინც დაიღუპა, იციან და იცოდნენ, რომ ამ ბრძოლით საქართველოს დამოუკიდებლობასაც იცავენ და იცავდნენ.
უკრაინაში დაღუპული გმირების სახელები უნდა ვიცოდეთ და აი, ისინიც:

 დავით რატიანი
 გია ბერიაშვილი
 ბახვა ჩიქობავა
 დავით გობეჯიშვილი
 დავით მენაბდიშვილი
 ნიკოლოზ შანავა
 არკადი კასრაძე
 ალიკა ცაავა
 ზაზა ბიწაძე
 ვიტალი ორბელაძე
 ტატო ბიგვავა
 რატი შურღაია
 გიორგი გრიგოლია
 კირილ შანავა
 დანიელ გერლიანი
 ალუდა ზვიადაური
 კახა გოგოლი
 ბერდია ჯოხაძე
 გელა გოგია
 ედიშერ კვარაცხელია
 მიხეილ ყაფლანიშვილი
 ალექსანდრე მარტიაშვილი
 გურგენ გაგნიძე
 ლევან სახელაშვილი
 თემურ მაჭარაშვილი
 ერნესტ მაჭარაშვილი
 კონსტანტინე ქურსუა
 ჯამბულათ ხოფერია
 ავთო რურუა
 რომეო კვარაცხელია
 რომეო ფიჩხაია
 მერაბ ალადაშვილი
 ბადრი მარკელია
 მიხეილ თევდორაძე
 სერგო ქართველიშვილი (ლისიხი)

და ბოლოს, Слава Украине! Героям слава!

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share