ძალიან სამწუხაროა, ის ფაქტი, რომ საქართველოს, ისტორიის გარკვეულ პერიოდში, სადისტური მმართველობა ჰყავდა, – კობა დავითაშვილის საქმეზე ზურაბ ადეიშვილის დამნაშავედ ცნობას „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკიმ გამოეხმაურა.
„ეს კონკრეტული საკითხი დასასარულს დიდი ხანი ელოდებოდა. იმ პერიოდში, როდესაც კობა დავითაშვილი შემთხვევით გადარჩა, შეიძლებოდა გვეთქვა, რომ პრაქტიკულად მოკლული იყო“, – განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი დამნაშავედ ცნო.