ამ ორმა დღემ ნათლად დაანახა ქვეყანას, რომ აღარ არის დრო თმენის… ახლა მოთმენა დანაშაულია ….
ათეულ ათასობით საქართველოს მოქალაქე რამდენიმე დღეა თბილისის ქუჩებში დგას და იბრძვის ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.
რამდენიმე დღეა კონსტიტუციის ფარგლებს გარეთ გასული საქართველოს ხელისუფლება, ფაქტობრივად უკანონო ფორმირებებით არბევს და ებრძვის ამ მოქალაქეებს..
მიუხედავად ამისა ვერცერთმა სუსისა და შსს ფორმირებამ ვერ შეძლო ამ ადამიანების დაშინება და დამარცხება…
მეტიც რუსთაველის პროსპექტიდანაც კი ვერ მოახერხა ხელისუფლების ზონდერებად ქცეულმა ფორმირებებმა ქართველი ხალხის გაყრა…
თავისთავად ამ მოქალაქეებში უამრავი გურულია, ოზურგეთიდან, ლანჩხუთიდან, ჩოხატაურიდან, კოკა ჯახუტაშვილი, ერთერთია იმ ასეული ოზურგეთელიდან, რომელიც რუსთაველზე ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით იბრძვის…
ახალგაზრდა ლიდერები გლობალური ცვლილებისათვის თავჯდომარე, ამ ბრძოლაში მეუღლესთან, მოსწავლეებთან და მეგობრებთან ერთადაა…
კოკა ჯახუტაშვილი: ახალგაზრდა ლიდერები გლობალური ცვლილებისათვის თავჯდომარე. Start smart academy-ს დამფუძნებელი
ყველამ დავინახეთ , რომ სამშობლოზე მაღალი ღირებულება არ არსებობს…
საქართველოს მომავალი აქვს და ეს მომავალი მხოლოდ ევროპას უკავშირდება !!!
მე ჩემს მეუღლესთან, მოსწავლეებთან და მეგობრებთან , ერთად ვიდექი, კვალავაც აქ ვარ და ვიქნები აქციაზე და მეამაყება, რომ ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში ვიდექით იქ სადაც უნდა ვყოფილიყავით…
ვერავინ შეძლებს წინააღმდეგობა გაუწიოს ახალგაზრდებს, ამ ქვეყნის მომავალი მხოლოდ და მხოლოდ ევროპული ღირებულებებისკენ სწრაფვააა…
გავიღვიძეთ ერმა და დიახ !
საქართველოს ისტორიაში და არა მხოლოდ – ახალგაზრდებთან ბრძოლა არავის შერჩენია !
დიახ მეგობრებო ჩვენ ფერადები ვართ , დახეულ ჯინსებსა და კედებში…
ვუსმეთ ჯაზს , დავდივართ კლუბებში და უპირობოდ გვიყვარს ეს ქვეყანა…
დიახ ჩვენ იმ ჯინსების თაობის გაგრძელება ვართ, ვისთვისაც სიჩუმე ბუნებითი მდგომარეობა არ არის და ვერ იქნება..
ჩვენ თავისუფლებაში დავიბადეთ და ვერასდროს ვერავინ ჩაკლავს ამ განცდას რასაც თავისუფლება ქვია…
ჩვენ ვიცეკვებთ იქ სადაც თქვენ გვესვრით !!
ჩვენ ვიდგებით ყოველთვის იქ სადაც საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოინდომებთ ნაბიჯის გადადგმას…
ვერ გაგვაჩუმებთ და ვერ დაგვამონებთ რადგან ჩვენ ვიცით რას ნიშნავს თავისუფლება !!
ჩემო მეგობრებო, გწამდეთ რომ საქართველოს ერთადერთი გადარჩენის გზა არის დიდი ნაბიჯებით ევროპისკენ სვლა და ისტორიის სწორ მხარეს დგომა !
მინდა ვუთხრა “ქართულ ოცნებას” და მის ახალგაზრდულ ფრთას , სკამის სითბოს სიკეთე არასდროს არავისთვის მოუტანია…
არ არის გვიანი დადგეთ ისტორიის სწორ მხარეს… დროა უარი თქვათ პირად (დროებით) კომფორტზე და გაიაზრო რომ ეს შენც გეხება….
ისტორია იწერება და აქ მესამე გზა არ არსებობს ! იდექი ისტორიის სწორ მხარეს და ნუ აიძულებ შენს შვილებს სცხვენოდეს შენი.