პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი ჰააგის სასამართლოს მიერ ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქმე „ნიურნბერგის პროცესამდე“ მივა.
„ეს პირველი პრეცედენტია, ასეთი კიდევ უფრო მეტი იქნება და კიდევ უფრო მძიმე ბრალდებებით. ეს არის პუტინის პირადი ომი და მისი პირადი პასუხისმგებლობა დადგება აუცილებლად, „ნიურნბერგის პროცესამდე“ მივა ყველაფერი საბოლოო ჯამში, როდესაც ეს ცხელი ომი დასრულდება და დასრულდება იმ შედეგით, რითაც უნდა დასრულდეს. ყველაფერი სწორი მიმართულებით. გასაგებია, რომ კრემლში გამოკეტილ პუტინს ვერავინ დააპატიმრებს, მაგრამ სიმპტომია თუ რა ელოდება ფინალში პუტინს. ქართულ ოცნებას ეს ეწყინებოდა. ალბათ, შიდა საუბრები აქვთ, რომ პუტინი არ დათანხმდა დასავლეთის მონობას და ამისთვის ისჯება. კახა კალაძემ თქვა, ჩვენ გვინდა ჩვენი გზა და მონობა არ გვინდაო. კალაძე, ირაკლი კობახიძე და ნებისმიერი მარგარიტა სიმონიანის რიტორიკისგან განსხვავდება?“, – აცხადებს პოლიტოლოგი.