„ნაძირლების ბრბო, რომელიც მხოლოდ ტყუილზე აგებს თავის პროპაგანდას. დღეს მე რასაც ვუყურე ეს იყო ჯოჯოხეთი. კინაღამ ხელში ჩაგვაკვდა კაცი. არ გაპატიებთ — პირადად მე, ერთი სოფო ხუნწარია. ბუნებრივია, ვეცადეთ, ეთერში არ შეგვემჩნია, ნახევარი საათით ადრე გამოვედით ეთერიდან, რომ ტურიკა გადაგვეყვანა საავადმყოფოში. ახლა ყველაფერი კარგადაა და ასეც იქნება. ვერ დაგვხვრეტთ და ვერ მოგვკლავთ ვერცერთს. სიმართლის მხარეს ვართ და მაგიტომ და სულ ასე იქნება. არ გაჩერდება, როგორც არ უნდა ეცადოთ,“ — წერს სოფო ხუნწარია
დღეს ფორმულას პირდაპირ ეთერში დათო ტურაშვილი ემოციური მიმართვისას შეუძლოდ გახდა — ტურაშვილი გადაცემა „მე-17 სართულში“ მის წინააღმდეგ აგორებულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე საუბრობდა