კრემლის პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა რუსული ახრის სატელევიზიო ეთერში წამყვანის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა, რას ისახავდა მიზნად საქართველოზე მის მიერ დაწერილი სტატუსი. სიმონიანის თქმით, ის სტატუსის წერისას, ქართველი მეგობრის რჩევით ხელმძღვანელობდა:
როცა ჩემს სტატუსს ვწერდი საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე, წავუკითხე ჩემს ქართველ მეგობარს, რომელსაც მოსკოვში აქვს ბიზნესი, მაგრამ ოჯახი იქ ჰყავს, მან მითხრა, მაგარი სტატუსიაო.
მე არ მაინტერესებს ის ქართველები, ვინც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან, მე აქცენტს ვაკეთებ მათზე, ვინც ჯერ კიდევ გადაუწყვეტელია და ვერ აცნობიერებს, რა საფრთხე შეიძლება მოიტანოს რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებამ. ადრეც დავწერე და განვმეორდები, აღფრთოვანებული ვარ, საქართველოს მთავრობის ფრთხილი პოლიტიკით რუსეთთან მიმართებაში“ – დასძენს სიმონიანი.
სწორედ ქართული რბილი ძალაა ყველაზე ძლიერი ჩვენს ქვეყანაში. იგივე სოჭში, ოთხ კარგ რესტორანზე, ერთი ქართული მოდის. ჩვენ ეს გვიყვარს, გვიყვარს დანელია, მისი ფილმები, მათი კულტურა, მუსიკა. ჩვენ ეს გვიყვარს და არ გვინდა, რომ ისინი ცუდად იყვნენ“- ამბობს კრემლის პროპაგანდისტი.