„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ჩალაძე აცხადებს, რომ ლევან ხაბეიშვილი 9 აპრილს ძალიან დიდი აქციისთვის ემზადება.
ამასთან, ჩალაძე ამბობს, რომ ხაბეიშვილმა იცის რაც უნდა გააკეთოს, თუ მიხეილ სააკაშვილს ხელს მოჰკიდებენ.
„მიშას თუ ხელს დაადებენ, ლევან ხაბეიშვილმა იცის რაც უნდა გააკეთოს, ამიტომ ვერ აკარებენ ხელს. დავინახავთ ქმედებას – მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. სწორედ ამიტომ ვერ გადაჰყავთ სააკაშვილი. ლევანი ძალიან დიდი და კარგი აქციისთვის ემზადება. ლევანი შესანიშნავ აქციებს ატარებს სენაკში და რეგიონებში ხვდება მოსახლეობას. აქციის განვითარებას ვიხილავთ 9 აპრილს. ჩვენ ვემზადებით ყველა სცენარისთვის. თუ სააკაშვილს მოკლავენ, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაქცია. იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილს ჩასვამენ ჩამოსულ თვითმფრინავში, ამასაც შესაბამისი რეაქცია მოჰყვება. „ქართულ ოცნებასთან“ ჩვენი გზავნილი ღიად არის მისული. ყველაფრისთვის მზად ვართ.
ის [მიხეილ სააკაშვილი] კვდება, არა იმიტომ რომ არ ჭამს, როგორც ამას „ვივამედი“ და სხვები ფუთავენ, არამედ იმიტომ, რომ ის მოწამლა პუტინმა „ქართული ოცნების“ ხელით“, – აცხადებს გიორგი ჩალაძე.