“ქართული ოცნებას” დღეიდან ოთხი ახალი დეპუტატი უერთდება. ახალი დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში იმ დეპუტატების ადგილს დაიკავებენ, რომლებმაც რუსულ კანონს მხარი არ დაუჭირა.
პარალამენტში დღეს სესიაა, სადაც ახლი წევრების უფლებამოსილებას სცნობენ.
ირაკლი კოვზანაძის ადგილმონაცვლე თენგიზ შარმანაშვილი იქნება, გიორგი ხელაშვილს მერაბ ქვარაია შეცვლის, ნინო იობაშვილის ნაცვლად საკანონმდებლო ორგანოში სალომე ქურასბედიანი იმუშავებს, ვლადიმერ ჩაჩიბაიას კი ირაკლი კირცხალია შეცვლის.
ამ დრომდე გაურკვეველია დავით სერგეენკოს ბედი.