პრეზიდენტის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე “ოცნების” ქალი ლიდერები არ მივიდნენ

მადლობა თავისუფლებისთვის პრეზიდენტმა  იმ ორ ქალს უთხრა, რომლებიც საქართველოსთვის ორ გადამყვეტ დღეს დროშებით ხელში რუსთაველის გამზირზე იდგნენ. ნანა მახარაძე შავი დროშით 9 აპრილს და ნანა მალაშხია ევროკავშირის დროშით რუსული კანონის წინააღმდეგ იდგნენ.

სალომე ზურაბიშვილმა ოპერის თეატრში ქალებთან გამართულ შეხვედრაზე  ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლა ითხოვა. ერთმანეთის გვერდით დასვა სხვადასხვა თაობის, პოლიტიკური გემოვნების და ინტერესების მქონე ქალები. ერთ დარბაზშო იყვნენ მანანა არჩვაძე გამსახურდია, “ოცნების” ყოფილი წევრები, ძალადობის მსხვერპლი და სისტემის რეპრესიებში მოყოლილი ქალები.

პრეზიდენტის ორგანიზებულ შეხვედრაზე არ მივიდნენ “ქართული ოცნების” წარმომადგენელი ქალები. ზურაბიშვილმა ისინი  დაპატიჟა, მაგრამ ეროვნული გაერთიანების დღესაც კი მმართველი პარტიის სახეებმა  იმ ადამიანთან გამოჩენა არ ისურვეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share