”მე მგონია, რომ არც მეტი არც ნაკლები სააკაშვილს აშარჟებენ თვითონ ამ ჯილდოს გადამცემი ავტორები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უბრალოდ საცინად და მასხრად იგდებენ ამ ადამიანს ან წარმოუდგენელია, მათ არ ესმოდეთ ის ამბავი, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით რაიმე ჯილდოს გადაცემა უბრალოდ ამორალურია, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ.”
– განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა.
შეგახსენებთ, 12 აპრილს თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის მიხეილ სააკაშვილს პოლონეთში ჯილდოს გადასცემენ.