”ძალიან ვაფასებ მიხეილ სააკაშვილს. მან საკუთარი ქვეყანა აიყვანა განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე, რაც გულისხმობდა მოდერნიზებას. როდესაც ასეთ რამეს აკეთებ, უბრალოდ შეუძლებელია, არ დაუშვა შეცდომები. ასე ხდება, როდესაც შემოგაქვს ექსპერიმენტული ზომები. ყველას, ვისაც გვსურდა კომუნისტური სისტემიდან დემოკრატიაზე გადასვლა, გვქონდა რთული საქმე. კრიტიკა მარტივია, ბრალდებები მის წინააღმდეგ, ჩემი აზრით, არის ძალიან სუსტი.
მაგალითად, ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმას, რომ სააკაშვილი დაესწრო კაჩინსკის გასვენებას. ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო ბევრი ლიდერის მონაწილეობით. მას ედავებიან, რომ გადაამეტა საკუთარ უფლებამოსილებას, როდესაც იყიდა სამგლოვიარო ყვავილები. ციხეში ყოფნა დაუდასტურებელი ბრალდებებით, ეს რა ტიპის დემოკრატიაა? ის, რაც მოხდება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, განსაზღვრავს საქართველოს მომავალს დიდი ხნის განმავლობაში. ძალიან მნიშვნელოვანია, დააფასო ადამიანები, რომლებმაც ამდენი გააკეთეს ქვეყნის განვითარებისთვის.”
განაცხადა ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ვარშავაში.
დღეს ვარშავაში საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დიპლომატიასა და ეკონომიკურ საკითხებში შეტანილი წვლილისთვის ლეხ კაჩინსკის სახელობის პრომეთეს ჯილდო გადაეცემა.