უკრაინის ომბუდსმენი აპირებს მიმართოს პენიტენციურ სამსახურს, რათა საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის მონახულება შეძლოს. ამის შესახებ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.
როგორც ალასანიამ აღნიშნა,უკრაინული მხარე კვლავ დაინტერესებულია მიხეილ სააკაშვილი სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ გადაიყვანონ.
“უკრაინის ომბუდსმენმა ბრძანა, რომ დაწერა განცხადება, მიმართა ჩვენს პენიტენციურ სისტემას, რომ მიეცათ იმის უფლება, რომ მოენახულებინა მიხეილ სააკაშვილი. როგორც ჩანს, უარია ამაზე. მე კიდევ ვაპირებ თავიდან დავწეროო და იუსტიციის სამინისტროს ისევ მივმართო თხოვნითო. იციან, რომ სტრასბურგშია გაგზავნილი საბუთები და ელოდებიან”, – აცხადებს გიული ალასანია.