“დიახ, ბიძინამ ხალხი გადაარჩინა”-რეჟისორი

კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების გარკვეული ნაწილი რომ ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებული პატივისცემით მოიხსენიებს და მას, მათ მხსნელად მიიჩნევს, ეს არ ახალია და საზოგადოებას ალბათ მათი მადლიერების მიზეზიც ესმის. გამონაკლისი არც რეჟისორი ბუბა ხოტივარია, რომელიც ამბობს, რომ ის ფონდ “ქართუდან” თანხის მიმღები არ არის და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებებზე ამის გარეშეც სიამოვნებით საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდებს ვრცელი ინტერვიუდან, სადაც ხოტივარი ივანიშვილის განსაკუთრებულობას უსვამს ხაზს. რეჟისორთან ინტერვიუ “კვირის პალიტრამ” გამოაქვეყნა:

ივანიშვილი უფრო წინ არის, ვიდრე ბევრი ინტელექტ­უალი, აზროვნებითაც და კაცობითაც, ზნეობითაც და ქცევითაც… გენიალური ფილმები, სიმფონიები, პიესები თუ რომანები ჯერ იქმნება და მერე ხვდება საზოგადოება მათ მნიშვნელობასა და ფასს…

თავისი ავტორიტეტით ბიძინა ლაზიერია. სულ არ სჭირდება ფორმალური თანამდებობა, მაგრამ ისიც მოიშორა იმისთვის, რომ ახალგაზრდობამ ისწავლოს ამ ურთულესი ქვეყნის მართვა, რომელიც მტრებითა და პროგრამული სადისტებით არის გარშემორტყმული. მათ უნდათ საქართველოს შეჭმა, მაგრამ ვერასდროს შეძლებენ, რადგან ღმერთი დროდადრო ბადებს ისეთ ადამიანებს, რომლებიც გადაარჩენენ ხოლმე საქართველოს.

ბიძინას ხიხოს ეძახიან… რა სისულელეა! თითქოს დავით აღმაშენებელი არ იყო გეგუთელი ან ილია ჭავჭავაძე არ იყო ყვარლიდან. კი ბატონო, თბილისელი იყო სააკაშვილი და თბილისური ინტელიგენციის დიდმა ნაწილმა მას დაუჭირა მხარი, მაგრამ ხომ დავინახეთ, რომ თავი მოიჭრეს? მეც თბილისელი ვარ, მაგრამ მრცხვენოდა თბილისელობა. განსაკუთრებით მაშინ, როცა მის ჩამოსულობაზე ამახვილებდნენ ყურადღებას. ვითომ ჩამოსულების აშენებული­ არ იყოს საქართველო! მსოფლიოში ყველა დიდი ადამიანი პროვინციიდან იყო ჩასული. ფრანგული გამოთქმაა: “პროვინციაში იბადებიან და პარიზში იხოცებიან”.
მისი მთავარი პრინციპია: “რასაცა გასცემ – შენია, რაც არა – დაკარგულია”. ეს ოპოზიციას არ ესმის. ფიქრობენ, რომ თუ ბიძინა ფულს ხარჯავს, ე.ი. ეს თანამდებობისთვის სჭირდება. არ ესმით, რომ ყველაფერი, რაც ბიძინამ გასცა, მისია სწორედ იმიტომ, რომ გასცა.
ერთი სულიერი, ნიჭიერი გამონათება ოპოზიციისგან მოგისმენიათ? ლანძღვა-გინების მეტი გაგიგიათ რამე? ერთმანეთი სძულთ, მაგრამ ბიძინას შიში ერთნაირად ალაპარაკებთ, რადგან ხედავენ, ამ კაცმა მათ ყველაფერში აჯობა.
დიახ, ხალხი გადაარჩინა, მაგრამ მე, როგორც ნაცნობმა, ამაზე უარი ვთქვი, რადგან მიმაჩნია, რომ ჩემი შრომით უნდა ვიშოვო ოჯახის სარჩო-საბადებელი.”- ამბობს ხოტივარი.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 98
    "სულ რომ შუშის კოლბაში ჩაჯდეს, მაინც უამრავი "საცეცი" რჩება""ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის - თინათინ ბოკუჩავა თქმით, ბიძინა ივანიშვილის წასვლის მიზეზიცა და მიზანიც პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაა, თუმცა ის ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში მაინც უამრავ "საცეცს" ტოვებს. ყველაზე მძლავრ მოთამაშედ კი ბოკუჩავა კვლავაც "ნაციონალურ მოძრაობას" მიიჩნევს: - ივანიშვილის წასვლის მიზეზიცა და მიზანიც პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობაა. სხვა არა ერთი მიზეზიც არსებობს,…
    Tags: და, რომ, ეს, არ, ის, არის, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 97
    ლგბტ-ს აქტივისტი გავხდი - ირმა სოხაძე„ცოტა ღიმილის მომგვრელია, რომ ამ ბოლო დროს მე ერთგვარად გავხდი, რაღაცნაირად აქტივისტი და ლგბტ თემის მხარდამჭერი, თუ დამცველი. არ დამიმალავს არასოდეს და ამას უმრავლესობასაც ხშირად ვეუბნები, რომ 2013 წლის 17 მაისამდე რადიკალურად სხვა აზრზე ვიყავი“, - ასე ეხმაურება მომღერალი ირმა სოსაძე იმ რადიკალური ჯგუფების მიერ გამოხატულ ძალისმიერ პროტესტს, რომელიც ბოლო წლებია…
    Tags: და, არ, რომ, ეს, არის, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 97
    "იქ სადაც მორალის ნატამალი არ არის, პატრონი მოუკვდა პოლიტიკას"-მირცხულავაექსპერტი და თეოლოგი, გოჩა მირცხულავა  გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე სოციალურ  ქსელში წერს: "მოდით, ასეც შევხედოთ საკითხს - ჩვენ ყველანი აღმოვჩენილვართ საკუთარი შვილების კაპრიზის წინაშე, თუნდაც ელემენტარულ საკითხში. რას ვაკეთებთ ამ დროს, მით უფრო თუ ვიცით, რომ ეს კაპრიზი პირველ რიგში მიათთვის არის დამაზიანებელი? ვცდილობთ დავარწმუნოთ, ავიუხსნათ რომ "ეს არ არის კარგი, საზიანობა".…
    Tags: და, არის, არ, რომ, ეს, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 97
    ნებაყოფლობით დაიწყო საქართველოს დაცემა- ბაჩო ახალაიას წერილი ციხიდან“ენმ”-ის წევრი, ეკა ხერხეულიძე, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს წერილის ფოტოებს და წერს: დღეს ბაჩოს წერილი მივიღე… ხომ შეიძლება 9 წლის სამაარტოო საკანში გამომწყვდეულმა კაცმა ერთხელ მაინც წაიწუწუნოს მის მიმართ წარმოებულ არნახულ უსამართლომაზე? ან ქვეყნის ბედის გარდა აინტერესებდეს რამე? დიდი წერილიდან ეს ამონარიდი მინდა გაგიზიაროთ და ყველამ საკუთარ თავს ვკითხოთ, როგორი მართლები…
    Tags: და, რომ, არ, ეს, ის, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა