მომღერალი, გიორგი სუხიტაშვილი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას და ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვის მოხსნას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს.
პირდაპირ რომ შეგვყაროთ ამ დედა მო***ულ რუსეთში და დაისვენოთ არა?!
ისედაც გულის ამრევია ეს ყველაფერი, სავსეა საქართველოს დიდი ქალაქები რუსებით!
უამრავი ბიზნესი წამოჭიმეს და ერთმანეთს ასაქმებენ, ფოტოგრაფები, ფიტნეს ინტრუქტორები, დიზაინერები, რესტორატორები და უამრავი სხვა ადგილი მაგათია უკვე!
ახლა ეს პირდაპირი ფრენები, ძალიან საშიში რამეა! აი რა წაგვართმევს ქართველობას, ენას და სამშობლოს!“ – წერს სუხიტაშვილი.
ცნობისთვის, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა. პუტინის განკარგულების თანახმად, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება. ვიზის გარეშე რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება საქართველოს მოქალაქეებს 90 დღემდე ვადით შეეძლებათ. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვაც მოხსნა.