ოზურგეთის მერია “გურიის მოამბის” ბილბორდების დემონტაჟს უარყოფს – უწყების განმარტებით მერს ბრძანება არ გამოუცია

“გაცნობებთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ (ს.კ.26.26.47.035;ს.კ.26.26.55.008; ს.კ.26.26.46.011 და 26.26.35.005) მიწის ნაკვეთებზე შპს. „გურიის მოამბე“-ს (ს.ნ.237111086) მიერ განთავსებული სარეკლამო ბილბორდების დემონტაჟის შესახებ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება გამოცემული არ არის” .პატივისცემით, გიორგი ღურჯუმელიძე – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია-მერის პირველი მოადგილე

ეს არის ოფიციალური პასუხი, რომელიც “გურიის მოამბემ” მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან მოვითხოვეთ დოკუმენტაცია გასული კვირის ბოლოს, რათა გაგვერკვია რის საფუძველზე მოხდა შპს “გურიის მოამბეს” კუთვნილი ბილბორდების დემონტაჟი, დღემდე არ ჩაგვბარებია არანაირი დოკუმენტი ამასთან დაკავშირებით, და დღემდე ვერ გაგვირკვევია ვინ და რომელმა უწყებამ მოახდინა ქონების დემონტაჟი.

მიუხედავად ამ დოზის უკანონობისა, როცა შენე ქონების დემონტაჯს – “კრაზებით” კამაზებით” “ამწეკრანებით” ელექტრო საჭრელებითა და ათასი ატრიბუტიკით შეიარაღებული გაუგებარი დანაყოფი ახდენს, ადგილზე გამოძახებულმა საპატრულო პოლიციამ და შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტმა “გურიის მოამბეს” წარმომადგენლები გამოყარა ადგილიდან და გასცა ბრძანება იქ თავმოყრილი გაუგებარი წარმოშობის “მუშათა კლასისათვის” სასწრაფო რეჟიმში მოეხდინათ ბილბორდების დემონტაჟი.

“გურიის მოამბე” აგრძელებს კვლევას რათა გავარკვიოთ ვინ იდგა იმ მოძალადე დაჯგუფების უკან, ფორმალურად, რომლებიც თავს დაესხნენ ჩვენს ქონებას და “გაიტაცეს”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share