იმედგაცრუებით აღვნიშნავთ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენა ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას, – ასე ეხმაურება ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას.
„იმედგაცრუებით აღვნიშნავთ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების განახლება ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს და მის მიერ არჩეულ ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისადმი გზას. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს, შეუერთდეს ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, მათ შორის საავიაციო სექტორში,” – წერია განცხადებაში.
რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმიმოსვლა თბილისში ანტირუსული საპროტესტო გამოსვლების ფონზე 2019 წლის ზაფხულში შეაჩერა.
2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია მოჰყვა.