„გილოცავთ! აიზილეთ, გადაიზილეთ და ლოღნეთ ერთმანეთი“ – სტეფანე კოვიდინფიცირების 919 შემთხვევაზე

მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი კორონავირუსით ინფიცირების ანტირეკორდულ შემთხვევას სოციალური ქსელში ეხმიანება.

„გილოცავთ! აიზილეთგადაიზილეთ და ლოღნეთ ერთმანეთი. მე არ გადამეხვიოთ გენაცვალე“,- წერს სტეფანე.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში
კორონავირუსის რეკორდული 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 14 440 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 7 367 ადამიანი, გარდაიცვალა 113 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 5590 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share