ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი კახა ასკურავა სოციალურ ქსელში წერს:
”არც ღარიბაშვილს,არც ზურაბიშვილს და არც პაპუაშვილს თავის გამოსვლაში არ უხსენებიათ,რომ დღეს მერაბ კოსტავას დაბადების დღეა – სამარცხვინოა,გყოლოდა 26 მაისს დაბადებული მერაბ კოსტავა და ის არ ახსენო,აბა ვინ უნდა ახსენო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დაბადებული,საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თავშეწირული ეროვნული გმირი თუ არა?!” – წერს ასკურავა.