გურიის მოამბე

კელი დეგნანს გურიაში ყაბალახი აჩუქეს

აშშ-ს სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს, გურიაში ყაბალახი აჩუქეს.

ქალაქ ოზურგეთში კომპანია “ბახვი 1 ჰესი”-ს  გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ნიბლაძემ, მის აღმატებულება ამერიკის ელჩს, ეს საჩუქარი დეგნანის კომპანიის ოფისში სტუმრობისას, ქალაქ ოზურგეთში,დღეს გადასცა.

ცნობისათვის, აშშ-ს ელჩი გურიას მეორე დღეა სტუმრობს და ის სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს და წარმატებულ კომპანიებს ხვდება.

ამ წუთებში ქალბატონი კელი დეგნანი, ოზურგეთის ცენტრალურ ბიბლიოთეკას სტუმრობს, სადაც ამერიკული კუთხე იხსნება.

Verified by MonsterInsights