”წყლის დონე ხერსონში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს, 5 მეტრი და 34 სანტიმეტრია. ნახევარი საათის წინ, 2 სანტიმეტრით ნაკლები იყო. მანამდე კიდევ უფრო ნაკლები. გამოდის, რომ ყოველ ნახევარ საათში 1 ან 2 სანტიმეტრით მატულობს.”
განაცხადა ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლექსანდრ პროკუდინმა.
გუშინ, რუსულმა ძალებმა ხერსონში, კახოვკას ჰესი ააფეთქეს, რის შემდეგაც მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. პროკუდინის თქმით, ამ დროისთვის, 1700-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია.