ოზურგეთში, ექადიის უბანში მოსახლეობა ალუმინის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას აპროტესტებს.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ალუმინის გადამუშავება საფრთხეს შეუქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას, ასევე იმოქმედებს გარემოზე. დასახლებულ პუნქტში კი მისი აშენება, რეკომენდირებული არ არის.

პროტესტს, არასამთავრობო სექტორი შუერთდა. ადგილზე იმყოფებოდა კომპანია “არერსა მეტალის” აღმასრულებელი დირექტორი. როგორც მან მედიასთან განაცხადა, საწარმო სტანდარტების დაცვით შენდება და ის მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუქმნის.
თუმცა, სულ სხვა მოსაზრება აქვს არასამთავრობო სექტორს, მათი მტკიცებით, დოკუმენტაცია, რომელიც კომპანიამ წარმოადგინა, ხარვეზებით არის სავსე. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კი, გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის მოსახლეობისთვის გაცნობა გადადო.
ნინე ულუმბელაშვილი
მსგავსი სტატიები
- 92
ჩოხატაურის მერი ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ჩოხატაურის საკრებულოში, ფიზიკურად დაუპირისპირდა-ამის შესახებ ინფორმაციას ენმ-ის ჩოხატაურის ორგა ნიზაციის ხელმძღვანელი, დიმიტრი კორიფაძე ავრცელებს და წერს: "რამოდენიმე დღის წინ ჩოხატაურის მერს ირაკლი კუჭავასა და ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის ჩოხატაურის საკრებულოში ბექა გამდლიშვილს შორის დაპირისპირება მოხდა , დაპირისპირების მიზეზი ტენდერების თემა გახდა და ე.წ ატკატების…
- 92
სოფელ ბუკნარში, რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების ფაქტს, ენმ-ს ადგილობრივი ლიდერი, ოზურგეთი საკრებულოს დეპუტატი, დავით მჟავანაძე, სოციალურ ქსელში ეხმაურება: "სოფელ ბუკნარში განვითარებულ მოვლენებსა და სისხლიან დაპირისპირებაზე მთელი პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას ეკისრება. ქართული ოცნების ადგილობრივი ლიდერები ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნებში დახმარების სანაცვლოდ შეჰპირდნენ მუსლიმი თემის წარმომადგენლებს მეჩეთის მშენებლობაში მხარდაჭერას. ესენი იყვნენ ,მერი…
- 92
ლანჩხუთის რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრი იხურება. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. ლანჩხუთის მოსახლეობა როგორც ჩანს ამ ამბავმა ძალიან დაადარდიანა და ერთმანეთის მიყოლებით, ცენტრის მედ-პერსონალი, ასევე უბრალო მოქალაქეები, კლინიკის დახურვის ამბავს ეხმაურებიან და თუ ხელისუფლება მათ თხოვნას, რომ არ დახურონ ე.წ. "ძველი საავადმყოფო" არ გაითვალისწინებს, აქციას აანონსებენ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ…
- 91
წელს გურიის რეგიონში პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვებისა და ეპიდსიტუაციის გამო, არცერთი საახალწლო ღონისძიება არ გაიმართება. შეკვეცილია ყველა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. ოზურგეთში როგორც დაგეგმილი იყო ბიუჯეტიდან 12 ათასი ლარი უნდა გამოყოფილიყო წინასაახალწლო სამზადისისთვის, თუმცა ეპიდსიტუაციის გამო, ტენდერი ჩაიხსნა, მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ქალაქი წინა წლებში შეძენილი ნაძვის ხით და საახალწლო განათებებით მოირთვება, ხოლო, ბიუჯეტი…