417 დღე გავიდა, სინდისის პატიმრობა დასრულებულია – ასე აფასებს მთავაი არხის წამყვანი თეა ადეიშვილი ნიკა გვარამიას შეწყალებას.
წამყვანის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილმა გადამწყვეტ მომენტში ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო.
სალომე ზურაბიშვილმა დაიცვა ეროვნული ინტერესები ძალიან გადამწყტვეტ მომენტში. ძალიან გვიან, სალომე ზურაბიშვილს ძალიან დააგვიანდა სინდისის პატიმარი, უკანონო პატიმარი, აბსურდული ბრალდებით დაკავებული გვარამია 417 დღის განმავლობაში იყოს ციხეში, მაგრამ ის მალე დატოვებს პატიმრობას. ეს გააკეთა სალომე ზურაბიშვილმა იმის მიუხედავად, რომ ნიკა გვარამიას არცერთხელ მისთვის არ უტხოვია შეწყალება,“ – ამბობს თეა ადეიშვილი.