სამოქალაქო აქტივისტი ირმა გორდელაძე სოციალურ ქსელში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მუზეუმების თანამშრომელთა რეაორგანიზაცის შესახებ წერს:
”რატომ დაიბარეს მუზეუმის თანამშრომლები დღეს? იგეგმება თუ არა თანამშრომელთა “წმენდა”?
დღეს შემთხვევით გავიგე რომ- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მუზეუმების თანამშრომელთა რეაორგანიზაცია იგეგმება.
ეს ნიშნავს, ახალ დანიშნული მუზეუმის გაერთიანების დირექტორი ვიღაცეებს გაუშვებს ან ნაწილს დატოვებს?
ჯერ ერთი, წლებია ეს ადამიანები სამარცხვინო ხელფასით ერთგულად, გონიერად და თითქმის ენთუზიაზმით ინარჩუნებდნენ მუზეუმებს და აცოცხლებდნენ.
ლიხაურის ექ. თაყაიშვილის სახელობის მუზეუმი არის სავანე და ადგილი უამრავი საინტერესო სტუმრებისა, ღონისძიებისა. რუსლან ურუშაძე , მაიკო გიგორიკიძე და ლალი კოტრიკაძე რომ არიან, იმიტომ ბრწყინავს აქაურობა.
აბა გაბედოს ახალგამოჩეკილმა მუზეუმების გაერთიანების დირექტორმა ან ოზურგეთის მერმა შეეხონ ლიხაურის მუზეუმის თანამშრომლებს.
ხოლო სხვა მუზეუმებში მომუშავეებს რატომ ტოვებთ ულუკმაპუროდ და ღირსებააყრილთ?
ვინმე ფიქრობს ამ ათეულობით ადამიანის უფლებებსა და მომავალზე?” – წერს გორდელაძე.